logo
ENG



მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებზე: „კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“

19 აგვ 202615:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/wxn584ib3opliav.png

მამუკა მდინარაძე ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე შეტევაზე გადასვლა სწორი არ იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლის გამო მსგავსი ბრალდებებისთვის მზად იყო.

მინისტრის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება კორუფციას დაუპირისპირდა, ბრალდებები და შეტევები მოსალოდნელი გახდა, ხოლო ამისთვის მზადყოფნის გარეშე ეფექტიანი მენეჯმენტი და საქმის კეთება შეუძლებელია. მან ასევე ისაუბრა რეგიონებში წინა წლებიდან გადმოყოლილ დაუსრულებელ და უხარისხო პროექტებზე (გზები, ხიდები, წყალი, გაზიფიცირება) და გააფრთხილა კონტრაქტორები, ნუ ისარგებლებენ ხელისუფლების ჰუმანურობით და დროულად უზრუნველყონ სამუშაოების დასრულება.

მანამდე ყოფილმაოცნების  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განადგურება და ციხეში ჩასმა იყო. ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო და მისგან კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვეს, ის იძულებული გახდა ბრძოლა დაიწყოს.


close დახურვა