logo
ENG



ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ცოცხალი თავით არ უნდათ ეს საქმე გამოიძიონ

21 აგვ 202620:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/21/uyf60lgbkdd3uef.png

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვისზე გადის, ვინ დგას ამის უკან. ფაქტი ჩანს, როგორც ხელის გულზე, რომ მომიკლეს შვილი

"ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვისზე გადის, ვინ დგას ამის უკან. ფაქტი ჩანს, როგორც ხელის გულზე, რომ მომიკლეს შვილი...მანიაკების ხელშია ქვეყანა", - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ პროკურატურის დატოვების შემდეგ.

მანამდე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ "თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია...საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია"

ცნობისთვის, თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა.


close დახურვა