logo
ENG



საგარეო: ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

27 აგვ 202618:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/27/5s4ocmp2evq584e.png

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, კომუნიკაცია აქვთ შესაბამის უწყებებთან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნეპალის ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 360-ს მიაღწია, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.


close დახურვა