logo
ENG



კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტა

27 აგვ 202621:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/27/w6pjnfrjbhu3q8m.png

ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხები გავეცით ამ სპეკულაციებს, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს.

„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მამუკა მდინარაძემაც განმარტა ყველაფერი და ჩვენც პასუხები გავეცით ამ სპეკულაციებს. თუმცა, ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს“, - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა