logo
ENG



ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდ V-ეს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ჰააკონი შეცვლის

28 აგვ 202611:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/28/bfl0b9mgpl6fr81.png

89 წლის ასაკში ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა. ოსლოს სამეფო სასახლის ინფორმაციით, მონარქი ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში, სადაც სისხლის ჰემოლიზური ანემიის გამო მკურნალობდა, პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე  გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში მის გვერდით სამეფო ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მოქალაქეები კი სასახლესთან ყვავილებს ტოვებდნენ.

35-წლიანი მმართველობის შემდეგ ჰარალდ V-ეს გაიხსენებენ, როგორც პოპულარულ, უბრალო და რეფორმატორ მონარქს, რომელსაც ერის „ბაბუასა“ და „ხალხის მეფეს“ უწოდებდნენ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამეფო ინსტიტუტის მოდერნიზებაში და ქვეყნის გამაერთიანებელ ფიგურად იქცა, განსაკუთრებით 2011 წლის ოსლოსა და უტოიას ტრაგედიის დროს.

ნორვეგიის სამეფო ტახტზე გარდაცვლილ მეფეს მისი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ჰააკონი შეცვლის.

 

close დახურვა