logo
ENG



კახეთში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

28 აგვ 202619:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/28/k5qvz0vydkqhcnj.png

კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მოწამლულია კიდევ ორი პირი, ისინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. 

შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 


close დახურვა