logo
ENG



პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

29 აგვ 202614:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/29/r3mk58yk1iuc4uu.png

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა