logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი

29 აგვ 202615:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/29/52oqdjs6orhhvna.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა