logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი

05 სექ 202616:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/05/43r6mtt6w7am6ir.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

"შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა