"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ახლა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, რუსთავის ციხეში თვითონ ან მისი წარმომადგენელი ექს-პრემიერთან შევიდეს, ამის შესახებ უფლებადამცველმა "ფორმულასთან" ისაუბრა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს. გელაშვილის თქმით, პენიტენციური სამსახურის პასუხი, რომ შეხვედრა ჩანიშნული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
უფლებადამცველის თქმით, როდესაც მცირეწლოვან შვილებს არ გაჩვენებენ და გიუქმებენ შეხვედრას, ეს უფლებების დარღვევაა და მნიშვნელოვანია გადაამოწმოს სახალხო დამცველმა.
