logo
ENG



შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

01 სექ 202622:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/01/bamdclu22lo50g2.png

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას დააკავეს. 

შსს-ის ინფორმაციით, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მანამდე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ელიზბარაშვილის ავტომობილშიც ჩაატარეს. უწყების ცნობით, ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.


close დახურვა