logo
ENG



ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ პირს რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდა

02 სექ 202620:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/02/avh40x0bakv2z0y.png

გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა 4-5 აგვისტოს ღამეს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებული დრონების შეტევის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი გამოავლინეს. გერმანული მედიასაშუალებების (Süddeutsche Zeitung, NDR, WDR) ცნობით, ორივე პირს რუსეთის პასპორტი აქვს — ერთ-ერთი მათგანი ასევე ფლობს ლატვიის მოქალაქეობას, ხოლო მეორე ბელარუსის დოკუმენტებს.

გამოძიების ვერსიით, სავარაუდო დამნაშავეები რუსეთის დაზვერვასთან არიან დაკავშირებული. გამომძიებლებმა მათი დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს უშუალოდ დრონების ფრაგმენტებზე, ასაფეთქებელი ნივთიერების კონტეინერზე, სიგნალის გადამცემ ანტენასა და იმ ადგილას, საიდანაც უპილოტო აპარატები გაუშვეს.

თავდასხმის სამიზნეს აეროპორტში განთავსებული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი Ан-124 წარმოადგენდა. მომხდარის გამო გერმანიის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ოფიციალურ მოსკოვს დააკისრა და საპასუხოდ ბერლინში „რუსული სახლისა“ და ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.


close დახურვა