logo
ENG



ხატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

03 სექ 202612:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/b0sgocuow0j198j.png

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება. მისი თქმით, შექმნილ სისტემაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რის გამოც საგამოძიებო უწყებებმა ისიც უნდა გამოჰკითხონ.

„ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც ადამიანები სკამის, ფულის გამო ერთმანეთს ადებენ ხელს, ერთმანეთზე აძლევენ ჩვენებებს, ყველაფერს კადრულობენ და რა თქმა უნდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები. ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში“, — განაცხადა დეკანოიძემ.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე უწყება უტყუარად ადასტურებს თვითმკვლელობის ფაქტს, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების საჯარო განცხადებების გამო გამოძიება რამდენიმე პოლიტიკოსისა და საზოგადოებრივი ფიგურის გამოკითხვას გეგმავს.


close დახურვა