logo
ENG



პესკოვი: პუტინმა, გასცა მითითება - 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს

05 სექ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/05/uugem3sazo4zmkb.png

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გასცა მითითება, რომ დღეს, შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს. ამის მიზეზი იქ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 5 სექტემბრის შუაღამიდან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა.

"ასეთი ინფორმაცია ნამდვილად შემოვიდა უკრაინული მხარისგან. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა გასცა მითითება, რომ დღეიდან, შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს. ეს დაკავშირებულია კიევში ამერიკელების შეხვედრების მომზადებასა და ჩატარებასთან", - თქვა პესკოვმა. 


close დახურვა