logo
ENG



პროკურორის განცხადებით ლილუაშვილის მეუღლეს დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობები არ გააჩნია

07 სექ 202615:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/07/4rhu949k8jyxk1h.png

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულ ბრალდებულის მეუღლეს, მაია ჭეიშვილს უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის მოწმემ მხოლოდ ზოგად საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ოჯახის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებასა და იმ ფინანსურ წყაროებზე, რომლითაც საცხოვრებელი ბინა შეიძინეს.

ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ლილუაშვილთან დაკავშირებული ქონება ბრალდების მხარეს დაყადაღებული აქვს, ხოლო მის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს საკმაოდ დიდი ოდენობის ქონება ჩამოერთვა.

პროკურორმა ასევე დასძინა, რომ თავად ბრალდებულმა უნდა გადაწყვიტოს აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალს, ხოლო საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურატურა ყველა განცხადებას კანონის შესაბამისად განიხილავს.


close დახურვა