logo
ENG



ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყო

09 სექ 202618:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/zasikueativnu2u.png
 სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლოში დაცვის მხარის მოწმემ, ბრალდებულმა ანდრია ლილუაშვილმა კატეგორიულად უარყო ქრთამის გადაცემა და ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ მფარველობა გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან.
 
 
ცერცვაძის თქმით, ბრალდების მხარის ვერსია სწორედ ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით თანხების გადაცემას ეფუძნებოდა, თუმცა მოწმემ დაადასტურა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ანდრია ლილუაშვილის ვიზიტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ოფიციალური წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა და მათ უკანონო შინაარსი არ ჰქონიათ.
 
ცერცვაძის თქმით, სუს-ში რამდენჯერმე შესვლის მიზეზი ანდრია ლილუაშვილის ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო, პროკურატურა კი გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვისას უსაფუძვლოდ ცდილობს მოწმის ბიზნეს-საქმიანობასა და ინვესტიციებში ჩაღრმავებას.
 

close დახურვა