ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქერ ქალიბაფმა განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის ნებისმიერ იერიშს საპასუხო დარტყმით უპასუხებს. მისი თქმით, რეგიონში ენერგორესურსების მოპოვების ჯაჭვი მოწყვლადია და საფრთხე ამერიკულ ნავთობისა და გაზის კომპანიებსაც ემუქრებათ.
პარალელურად, ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა მოჰსენ რეზაიმ აღნიშნა, რომ თეირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონისა და ჰორმუზის სრუტეში ახალი საზღვაო დერეფნის დაწესებას გეგმავს.
ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებამ და ტანკერებზე თავდასხმებმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო ექვსი კვირის მაქსიმუმამდე გაზარდა. აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების ფონზე ირანის ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ სრუტეში გადაადგილებას მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმებისა და საბოტაჟის შეწყვეტის შემდეგ აღადგენს.
