მოსკოვი ბუდაპეშტის მიერ 10 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას მწვავე მუქარით გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან "რუსოფობიური ლობის" ამ ქმედებას მკაცრი და მტკივნეული პასუხი მოჰყვება.
საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, რუსი მაღალჩინოსნის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი ვენის კონვენციასთან შეუსაბამო აქტივობების გამო გააძევა.
მიუხედავად მოსკოვის მძაფრი რეაქციისა და საპასუხო ზომების მუქარისა, ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულ გაწყვეტას არ ისახავს მიზნად, თუმცა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელია.
