logo
ENG



ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდა

08 სექ 202617:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/08/yqhgp6ilxg0tr08.jpg
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენას ითვალისწინებს.
 
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გამოყოფილი 3.2 მილიარდი ევრო უკრაინას ცის უკეთ დაცვაში დაეხმარება და ეს თანხა უკვე არსებულ 8.4 მილიარდევროიან მხარდაჭერის სესხს დაემატება.
 
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ერთობლივ მუშაობას როგორც უკრაინის დასახმარებლად, ისე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

close დახურვა