რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რეგიონში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ზვავი კვირას, დაახლოებით 17:00 საათზე, მყინვარწვერ მეჟირგის ფერდობზე ჩამოწვა და 33 მთამსვლელისგან შემდგარი ჯგუფი მოიყოლა.
ორშაბათს დილის მდგომარეობით, 10 მთამსვლელმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა შეძლო, ხოლო ექვს ასამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს. სამუშაოებს რთული რელიეფი და ახალი ზვავების ჩამოწოლის მაღალი რისკი ართულებს.
