logo
ENG



უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა

08 სექ 202620:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/08/9d70vkacyruyafw.png

უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განცხადებით, დიპლომატები „მიუღებელ საქმიანობაში“ მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. მინისტრს დიპლომატების გაძევების კონკრეტული მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

მოსკოვმა ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ რეაქცია „მკაცრი და მტკივნეული“ იქნება. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი „რუსოფობიური ლობის“ გავლენას დაუკავშირა.

ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ დიპლომატების გაძევება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

უნგრეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც აპრილის არჩევნების შემდეგ მოვიდა სათავეში, მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვისა და უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.


close დახურვა