logo
ENG



ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა

09 სექ 202615:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/4ggfexxtv4984jh.png

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.

გადაწყვეტილება სერბეთის მთავრობის 7 სექტემბრის წინადადებას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრმა ჯურო მაკუტმა პარლამენტის დათხოვნა და არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებისა და პოლიტიკური ბრძოლის ქუჩებიდან ინსტიტუტებში დაბრუნების მიზნით მოითხოვა.

ვუჩიჩის განცხადებით, არჩევნებმა მოქალაქეების ნება მკაფიოდ უნდა აჩვენოს და განსაზღვროს, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად და ღირსეულად ჩაატარონ.


close დახურვა