logo
ENG



თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

09 სექ 202615:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/wgsbka7vypfwcne.png

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ია სირანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თამაზ ელიზბარაშვილი, დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივარი“, - წერს ადვოკატი.

დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომელმაც ელიზბარაშვილს მუქარის საქმეზე პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი შეიარაღებული დაბრუნდა. უწყების ცნობით, 31 აგვისტოს მან მუქარის შემცველი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.


close დახურვა