საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში რუსეთის მხარეს იბრძვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრებს სამხედრო დამნაშავეები უწოდა.
„მათ მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია - ეს სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონებით გასამართლდებიან“, - განაცხადა ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასსთან“.
