თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. საქმე ეხება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
ჩუბინიძის განცხადებით, ის გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს და სასამართლოს სიმართლეს მიაწვდის, ხოლო დეტალურ კომენტარს მედიასთან პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პატიმრობაში მყოფმა ოცნების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა და ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების ხელახალი გამოძიება მოითხოვა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ფიგურები, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და გია ხუხაშვილი.
