logo
ENG



რუსეთმა ზაპოროჟიე დრონებით დაბომბა - დაშავდა დედა და 10 წლის შვილი

11 სექ 202611:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/11/buhfxyspy684fgy.png

რუსეთის ძალებმა 11 სექტემბრის ღამეს ზაპოროჟიეზე მასშტაბური დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 32 წლის ქალი და მისი 10 წლის შვილი დაშავდნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, სადაც 80 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ასევე გაჩნდა საოფისე ფართსა და სავაჭრო ცენტრში.

უწყების ცნობით, ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულებს კი საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.


close დახურვა