logo
ENG



თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარს

12 სექ 202610:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/12/shes8os6bryt0g6.png

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ლითონის კომპოზიტური პანელების საზღვარგარეთიდან ჩამოტანას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხას.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა