logo
ENG



კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

14 სექ 202614:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/qu1g2g6268g3y36.png

"ქართული ოცნების" გუნდში არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, კულტურის მინისტრს კი უახლოეს მომავალში დანიშნავენ. 

ფინანსთა სამინისტროში და შემოსავლების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრის პოზიციის საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილებები.

"არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა