შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი რევანშისთვის ემზადება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გადადგომის შემდემ, რიგში თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ნაცვლიშვილი არიან.
ღარიბაშვილმა თანამდებობიდან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გადააყენა. სწორედ მაია ცქიტიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც 2015 წელს ღარიბაშვილს შეატყობინა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას აღარ იკავებდა. მაშინ ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.