უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით მამისეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არ უნდა იყოს, რადგან უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი.
"საზოგადოება მზად უნდა იყო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მართლმსაჯულებაში მიიღოს მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინ, როცა პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, თავდაპირველად 150-კაციანი სია არსებობდა და ნაფიცმსაჯულთა კანდიდატების შერჩევა 150-კაციანი სიიდან ხდებოდა. შემდეგ ეს 300 ადამიანამდე გაიზარდა. 300 ადამიანამდე იმიტომ გაიზარდა, რომ სასამართლოში მოსვლა და პროცესში მონაწილეობა არავის უნდა. საზოგადოება ჯერ მზად არის არის იმისთვის, რომ მოცემულ პროცესში ჩაერთოს და ამ პროცესებზე გადაწყვეტილება მიიღოს.
3 მილიონიანი ქვეყანა ვართ და მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არ უნდა იყოს.
საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი", - თქვა მამისეიშვილმა.
