გასული ღამისა და გამთენიის განმავლობაში, რუსეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონების იერიშების შესახებ განაცხადა, რასაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დაზიანებები მოჰყვა.
სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, უპილოტო აპარატების შეტევის შედეგად ერთ-ერთი საწარმო და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა მას კონკრეტული ობიექტის დასახელებისგან თავი შეიკავა.
უკრაინული მონიტორინგის არხებისა (Supernova+, Exilenova+) და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რაც თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეომასალის ანალიზითაც დასტურდება.
