"ქართული ოცნების" პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია.
მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 12-მა.
დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე პარლამენტის დადგენილება 30 აპრილიდან ამოქმედდება, როცა მოსამართლის თანამდებობა, რომელიც მამისეიშვილმა უნდა დაიკავოს, ვაკანტური გახდება.
