logo
ENG



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდე“ ელენე ხოშტარიას გათავისუფლებას ითხოვს

15 სექ 202616:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/vull86yiv6arrdc.png

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ალდეს“ თავმჯდომარე, იულიან ბულაი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“- წერს იულიან ბულაი.


close დახურვა