logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე გახდა

17 სექ 202620:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/17/ch5cxbj0fxv802v.jpg

ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ახალი უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 17 სექტემბრიდან ის უწყებაში ფორმალურად რიგით მეორე ფიგურა გახდა.

გიორგი ბახუაშვილის კარიერული დაწინაურება ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. 2026 წლის ივნისში ის ოცნების  შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

მანამდე ბახუაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავდა — უზრუნველყოფდა მისთვის განკუთვნილი გარემოსა და დეტალების შემოწმებას.


close დახურვა