თბილისის 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესის ავარიულობის მიზეზით შეწყვეტის პარალელურად, ქართული ოცნება ბათუმში ახალ სკოლას საზეიმოდ ხსნის.
ღონისძიებაზე იმყოფებიან ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, ასევე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძე. იმ ფონზე, როდესაც ცნობილი გახდა მათ შორის 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელის მოწამვლის შესახებ, ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ მათი „ხელწერაა - ყველაფერი გაკეთდეს ბავშვებისთვის, განათლებისთვის".
„მინდა ყველას შევახსენო, რომ თავის დროზე აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა, შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში - იმ ადგილას, სადაც სკოლა დაინგრა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეს ყველაფერი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის, განთლებისთვის - ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას“, - თქვა მან.
