საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
"განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
