logo
ENG



ლორდ ვუდი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთ

18 სექ 202618:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/ijfu1ii3qi2a4tr.png

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ლორდ ვუდი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გამყარებას ცდილობს, რასაც უპასუხოდ არ დატოვებენ.

"დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. "არჩევნებს".

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა