logo
ENG



ნორვეგიის საგარეო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"

18 სექ 202618:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/hzh5ryb8bgmpd6j.png

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. 

"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაცია და სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა