საქართველოში იაპონიის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.
"იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ ''საპრეზიდენტო არჩევნების'' ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
