logo
ENG



აშშ-მა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

19 სექ 202611:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/19/u08ol7lvmf4swef.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.

"შეთავაზებული მიყიდვის გაფორმების შემთხვევაში, უკრაინა მას დააფინანსებს ევროპული ფინანსური შენატანებისა და აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით, რომლებიც წინა ადმინისტრაციის დროს იქნა გამოყოფილი.

შეთავაზებული გაყიდვა გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, რადგან მას საჰაერო თავდაცვის უფრო მტკიცე საშუალებებით აღჭურავს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად. უკრაინას არ გაუჭირდება ამ აღჭურვილობისა და მომსახურების ათვისება და საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება" - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


close დახურვა