თბილისში, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირადღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
