logo
ENG



17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა

20 სექ 202620:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/20/colvdnv3oonwdkx.png

IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა 17 წელი მიესაჯა.

ინფორმაციას TV პირველი გიორგი კვიცარიძის დედასა და ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ადვოკატი და ოჯახი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.  

საუბარია მიმდინარე წლის ივნისში TV პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

TV პირველი აცხადებს, რომ IT სპეციალისტმა პოლიციელების მხილების მიზნით პოლიციელების ჩატში შეაღწია და ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა.

ამ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დაადასტურა მათი ავთენტურობა და განაცხადა, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა.


close დახურვა