უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი შეხვედაზე შეთანხმდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკში მათ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტი - მშვიდობის მიღწევის გზაა.
"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი, რა დროსაც ბევრი საკითხი განვიხილეთ. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე; ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. დიპლომატიური პროცესი აქტიურ ფაზაშია.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მთავარი საკითხები და მათ უკრაინაში არსებული ვითარება საკუთარი თვალით იხილეს. მშვიდობის მიღწევის გზა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ლინდსი გრემის კანონპროექტის ხელმოწერისთვის.
ნიუ-იორკის შეხვედრა პრეზიდენტებს შორის სავარაუდოდ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც 22 სექტემბერს დონალდ ტრამპს სიტყვით გამოსვლა აქვს დაგეგმილი. ოფიციალურად ამ შეხვედრის შესახებ ჯერ დადასტურებული არ არის.
