logo
ENG



საია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებაზე საქმე მიიღო

21 სექ 202622:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/21/cgjn3s0mvs4mzov.jpeg

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე ირაკლი მილაძის საქმე განსახილველად მიიღო, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას ეხება. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განმარტავს, ეს საქართველოსთან მიმართებით რიგით მეორე საქმეა, რომელიც მომჩივნის მოთხოვნით დიდ პალატას გადაეცა (პირველი საქმე 20 ივნისის აქციის დაშლას ეხებოდა).

საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა. საქმე სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას ეხება. ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის 2026 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. თუმცა, გადაწყვეტილებიდან მალევე, შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“ შეიქმნა და ამოქმედდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.

საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის და განაგრძობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმ საქმეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა არსებული კრიზისის ფონზე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკებს უკავშირდება.

 


close დახურვა