logo
ENG



პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

22 სექ 202610:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/6km5ufivjp27rsk.png

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

ინფორმაციას "ქართული ოცნების" პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან - ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი. 


close დახურვა