logo
ENG



უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

22 სექ 202611:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/sotq0a4dmjxjfla.png

მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევა.

"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 83 მოქალაქე", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შსს-ს ცნობით, უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი.

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

 


close დახურვა