სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის მოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებენ. უწყების იმფორმაციით ინსპექტირების ჯგუფში შემოწმებებს აქტიურად მართავენ როგორც ბაღების კვების ბლოკებში, ისე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნეს ოპერატორებთან.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისა და სურსათის ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.
სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე აღებული 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, ხოლო დანარჩენ ნიმუშებზე კვლევა კვლავ გრძელდება და შედეგები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
