logo
ENG



POG: გურჯაანში 60 წლის კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა

22 სექ 202618:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/91hg2sfag85wpue.png

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული, არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაშია.


close დახურვა