logo
ENG



ქუთაისელი მოსამართლე „საჯარო პირების შეურაცხყოფის“ მუხლის კონსტიტუციურობას ასაჩივრებს

24 სექ 202614:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/xgur1fxvjpvtxft.png

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის კონსტიტუციურობას ასაჩივრებს.

მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც მოქალაქე ირაკლი კ-ს სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

კიკვაძის შეფასებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სადავო ნორმა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ მუხლით გათვალისწინებულმა მკაცრმა სანქციებმა შესაძლოა გამოხატვის თავისუფლებაზე „მსუსხავი ეფექტი“ მოახდინოს.

მუხლი საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა