logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ Patriot-ის რაკეტების პაკეტზე მიაღწია შეთანხმებას

25 სექ 202610:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/25/hmhsdly93tfojwj.png

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლებთან და ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც „ევროპული პრავდა“ იტყობინება, პრეზიდენტმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში შეტანილ ახალ წვლილზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანასთან მოხდა აღნიშნული შეთანხმება.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, არ ვიტყვი, ვისთან, Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების პაკეტზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგი არსებობს“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე დადებითად („positive“) უყურებს უკრაინისთვის „პატრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიების მინიჭების საკითხს. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ვაშინგტონს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შარშან, 31 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.


close დახურვა